მათე დევიძის საქმე - სასამართლოში სასწრაფოს ექიმი გამოიკითხა
მათე დევიძის საქმე - თბილისისი საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენება ორმა მოწმემ - ექიმმა და ექსპერტმა მისცეს.
სასწრაფოს ექიმის ჩვენება გამოძიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მან დეტალურად ისაუბრა, თუ რა დახმარება დასჭირდა და ვინ აღმოუჩინა დაზარალებულად ცნობილ პოლიცელს, რომელსაც , როგორც შსს ამტკიცებს, 21 წლის ბიჭმა დაზიანებები მიაყენა.
სასწრაფოს ექიმმა გარკვევით თქვა, რომ პოლიციელ ჟამერაშვილს მხრის არეში ჰქონდა მხოლოდ სიწითლე, უჩიოდა ტკივილს, თუმცა უარი თქვა ინექციაზე, მედიკანეტების მიღებაზე და კლინიკაში გადაყვანაზე.
მოქალაქის გადმოცემით, უცნობმა პირმა გადაატეხა ხელჯოხი, რის ფონზეც აღენიშნებოდა მტკივნეულობა და სიწითლე. იყო ჩემი პირველადი დათვალიერება. მიეცა რჩევა-კონსულტაცია. კლინიკაზე და ინექციაზე უარი მითხრა“, - განაცხადა სასწრაფოს ექიმმა.
რაც შეეხება პროკურორის პოზიციას - ანი ხუბეჯაშვილის თქმით, მიმართავდა და თუ არა ჟამერაშვილი სამედიცინო დაწესებულებას და ჩაიტარებდა თუ არა კვლევებს მისი გადასაწყვეტი იყო, თუმცა ეს დანაშულს არ გამორიცხავს.
თუ ეს დაზიანება ფიზიკური ტკივილის და სიწითლის გარდა გამოიწვევდა უფრო მძიმე კატეგორიის დაზიანებას, მაშინ ეს არ იქნებოდა 353-ე პირმა მუხლის პირველი ნაწილი დ აიქნებოდა, მეორე ნაწილი, რომელიც უფრო მძიმე სანქციას ითვალისწინებს“, - აღნიშნა მან.
პოლიციელი ჟამერაშვილი, ჯერჯერობით, არ გამოკითხულა.
დღესვე გადაისინჯა, დევიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.