"მივდივართ ჭანჭათში - შესაძლოა გამოსაყვანი გახდეს ბატონი, რომელიც ნანგრევებშია მოყოლილი" | მოხალისეები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კვლავ მძიმე ვითარებაა - სტიქიის ზონაში ჩასული მოხალისეები "პირველებს" ეუბნებიან, რომ სოფელ ჭანჭათში მიდიან, რათა იქიდან ნანგრევებში მოყოლილი კაცი გამოიყვანონ.
გურიაში კვლავ რჩებიან მოქალაქეები, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. სწორედ ასეთია ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელსაც განგრენა აქვს დაწყებული.
მივდივართ ჭანჭათში, რათა დაზარალებულებს პირველადი დახმარების ნივთები მივუტანოთ. ასევე გავარკვიოთ, ვინმე თუ არის დაზარალებული. ჭანჭათიდან შეიძლება გამოსაყვანი გახდეს ერთი ბატონი. როგორც ვიცით, ნანგრევებში არის მოყოლილი. მეორე ბატონს განგრენა აქვს დაწყებული და შეიძლება ეგეც გამოსაყვანი გახდეს. ზუსტად არ ვიცით". - განაცხადა მოქალაქემ.
სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს. გურიის მაღალმთიანი სოფლები ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ასობით ოჯახს ისევ არ აქვს ელექტროენერგია და გათბობა, ეწურებათ საკვების მარაგები და მედიკამენტებიც. "ქართული ოცნების" ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ გურიის რეგიონებში დამატებითი სპეცტექნიკაა შეყვანილი, თუმცა ზოგიერთ სოფელში არა თუ სპეცტექნიკის, არამედ ადამიანის ნაფეხურების კვალიც კი არ ჩანს.