"გავდივართ ლოკაციაზე, საიდანაც სამი მცირეწლოვანი ბავშვი და კაცი უნდა გამოვიყვანოთ, რომელსაც განგრენის ნიშნები აქვს" - ქაცარავა

28.02.25 15:20
"გავდივართ ლოკაციაზე, საიდანაც სამი მცირეწლოვანი ბავშვი და კაცი უნდა გამოვიყვანოთ, რომელსაც განგრენის ნიშნები აქვს" - ქაცარავა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათისკენ სტიქიის ეპიცენტრში ჩასული დავით ქაცარავა და მისი ჯგუფიც მიემართებიან - როგორც ქაცარავა "პირველებს" ეუბნება, ადგილიდან სამი მცირეწლოვანი და ერთი მოზარდი უნდა გამოიყვანონ, რომელსაც განგრენა აქვს დაწყებული.

გავდივართ ერთ-ერთ ლოკაციაზე, სადაც სამი მცირეწლოვანი ბავშვია და მათი გამოყვანა არის საჭირო უფროსთან ერთად, რომელსაც განგრენის ნიშნები აქვს. ის საკაცეთი იქნება, სავარაუდოდ, წამოსაყვანი. ამას გავარკვევთ. რჩება სოფლები, სადაც მისვლა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ერთ-ერთი ასეთი ადგილი არის სურები. იქიდან გვეკონტაქტებიან, გვეუბნებიან, რომ წარმოუდგენელია იქამდე მისვლა. ლანდშაფტიდან გამომდინარე არ ვიცი, მოვახერხებთ თუ არა იქამდე მისვლას". - განაცხადა დავით ქაცარავამ. 

სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს. გურიის მაღალმთიანი სოფლები ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ასობით ოჯახს ისევ არ აქვს ელექტროენერგია და გათბობა, ეწურებათ საკვების მარაგები და მედიკამენტებიც. "ქართული ოცნების" ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ გურიის რეგიონებში დამატებითი სპეცტექნიკაა შეყვანილი, თუმცა ზოგიერთ სოფელში არა თუ სპეცტექნიკის, არამედ ადამიანის ნაფეხურების კვალიც კი არ ჩანს.