მაშველები ხარაგაულში დაკარგული მწყემსების კვალზე გავიდნენ - მესამე პირის ადგილსამყოფელი უცნობია
მაშველები ხარაგაულში ერთი კვირის წინ დაკარგული მწყემსების კვალზე გავიდნენ - მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საკრაულას ხეობაში ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის კოორდინატებს მიაგნეს.
ახლა კი მესამე პირის, მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფელს ადგენენ. ადგილზე თოვლის საფარი 3 მეტრზე მეტია. ძებნა-შველის ოპერაციაში ამ დრომდე არ არის ჩართული ვერტმფრენი. ბოლო ცნობებით, მამაკაცებს დრონებით ეძებენ.
ცნობისთვის, გრიგოლ ბერაძე და ტარიელ ხეცაძე ხარაგაულის მკვიდრნი არიან. ადგილობრივები "პირველებს" უყვებოდნენ, რომ მამაკაცები სოფელ ხიდარიდან 6-7 კილომეტრის მოშორებით წავიდნენ და მათი კვალიც სწორედ ხიდარიდან იკარგებოდა. გრიგოლ ბერაძეს და ტარიელ ხეცაძეს, სავარაუდოდ, საკვების მარაგიც ამოეწურათ. დაკარგულებთან კონტაქტზე გასვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება.