შემუშავდება ერთიანი დოკუმენტი, სადაც კრიტიკული მედიის პრობლემები გაიწერება - პრეზიდენტი მედიამენეჯერებს შეხვდა

უკანონო ტყვეობაში მყოფი მზია ამაღლობელი და “ქართული ოცნების“ განზრახვა, რომ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ რეპრესიები განახორციელოს - ეს იყო მთავარი საკითხები, რაზედაც მედიამენეჯერებმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმსჯელეს.
გადაწყდა, რომ შემუშავდება ერთიანი დოკუმენტი, სადაც გაიწერება სწორედ ის პრობლემები, რასაც დღეს კრიტიკული მედიასაშუალებები აწყდებიან.
სალომე ზურაბიშვილი მზადა პარტნიორებს “ოცნების“ ცენზურის ახალი კანონებისს შესახებ ქართული დამოუკიდებელი მედიის არგუმენტები გადასცეს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა მედიამენეჯერებს დახურულ შეხვედრაზე მოუწოდა, გაწერონ საკუთარი ხედვები, თუ რატომ ფიქრობენ რომ ივანიშვილის პარტიიის მიერ მედიისთვის მოფიქრებული ახალი წესები დამღუპველია.
დოკუმენტში ასახული იქნება ყველა ის გმოწვევა და პრობლემა, რაც ამ ახალ კანონმდებლობას უკავშირდება და ზოგადად, რა პრობლემებიც აქვს დღეს ქარტულ მედიას. სამწუხაროდ, “ოცნება“ საკმაოდ სწრაფად რეაგირებს გამოწვევებზე და მეორეს მხრივ, ესეც უნდა ითქვას, რომ დაგვპირდნენ წინა წელს, იგივე ევროპიდან, რომ გარკვეული დაფინანსებები მოხდებოდა მედიასაშუალებების, თუმცა, მანამდე, ვიდრე ეს ბიუროკრატიები გადაილახა, მანამდე საქართველოში ახალი ბარიერები შეიქმნა“-განაცხადა “ფორმულას“ დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ.
მნიშვნელოვნად აფასებს პლატფორმის შექმნას ჟურნალისტი, ნინო ზურიაშვილი. მისი თქმით, აღნიშნული პლატფორმა მედიას საშუალებას მისცემს მნიშვნელოვან პრობლემებზე ისაბურონ.
მთავარია, რომ შეიქმნა პლატფორმა პრეზიდენტთან, სადაც საშუალება გვაქვს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ ვისაუბროთ, ეს იყო მზია ამაღლობელის ტემა, როდესაც ის რჩება უკანონო პატიმრად და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ვიბრძვით, რომ რაღაცნაირად სამართალი აღსრულდეს- განაცხად ნინო ზურიაშვილმა.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო მაუწყებლის შესახებ კანონსაც.
მხოლოდ ჩვენ პრობლემებზე არ ვისაუბრეთ, ვისაუბრეთ იგივე მაუწყებლის შესახებ კანონზე, ის ფაქტი, რომ კანონში წერია, გადაცემაში თუ არ არის მოწვეული მხარე, მისი კრიტიკა არ შეიძლება, ეს იმას ნიშნავს, რომ კანონით ხელისუფლების კრიტიკა იკრძალება - ამბობს ზურა ვარდიაშვილი.
პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და მედიამენჯერებს შორის მორიგი შეხვედრა რამდენიმე დღეში გაიმართება, სადაც დოკუმნეტთან დაკავშირებით კონკრეტული პუნქტები გაიწერება.