დუბლინიდან საქართველოს 32 მოქალაქე დაადეპორტეს
დუბლინიდან საქართველოს 32 მოქალაქე დაადეპორტეს - ამის შესახებ ინფორმაციას ირლანდიური მედია ავრცელებს.
ცნობილი ხდება, რომ დადეპორტებამდე საქართველოს მოქალაქეებმა უნებართვოდ ყოფნის გამო ქვეყნის დატოვების შესახებ მოთხოვნა მიიღეს, ხუთშაბათს ღამით კი დუბლინიდან თბილისში ჩარტერული რეისით ჩამოიყვანეს.
ჩემთვის და ამ მთავრობისთვის მთავარი პრიორიტეტია, რომ ჩვენი საიმიგრაციო კანონები იყოს აღსრულებული. ადამიანებს უფლება აქვთ ნდობა ჰქონდეთ ჩვენი საიმიგრაციო სისტემის მიმართ და უნდა არსებობდეს შედეგები იმ პირებისთვის, რომლებიც უარს იტყვიან სახელმწიფოს დატოვებაზე, როცა ამას მოსთხოვენ. ჩვენ გვაქვს წესებზე დაფუძნებული სისტემა საერთაშორისო დაცვის განმცხადებლებისთვის. იმისათვის, რომ წესებს ჰქონდეს მნიშვნელობა, ისინი უნდა აღსრულდეს. მომავალში დაგეგმილი იქნება შემდგომი ფრენები," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ო'კალაგანმა.