ყველა დამნაშავე უნდა მოხვდეს საბრალდებო სკამზე, მათ სიცოცხლე მოუსწრაფეს და გამინადგურეს შვილი - ვახტანგ ჩარკვიანის მამა
გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმე - ვახტანგ ჩარკვიანის მამა ამბობს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელმაც მისი შვილის მდგომარეობა დაამძიმა და მას სიცოცხლე მოუსწრაფა, საბრალდებო სკამზე უნდა მოხვდეს.
გაიოზ ჩარკვიანი აცხადებს, რომ მისი შვილი უკანონოდ შეართეს მართვითი სუნთქვის აპარატზე და სწორედ ამან შეიწირა მისი შვილი.
თუკი პირველი სართულის ექიმებმა დაამძიმეს და გააუარესეს ჩემი შვილის მდგომარეობა, მეორე სართული ექიმებმა სიცოცხლე მოუსწრაფეს და გამინადგურეს. ყველა დამნაშავე უნდა მოხვდეს საბრალდებო სკამზე. მტკივნეულია ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში გაიწერა აღნუშნული პროცესი. თერაპიული განყოფილება, ინტენსიური თერაპია და რეანიმაცია, სადაც უკნანონოდ შეართეს მართვით სუნთქვის აპარატზე და შეიწირეს ჩემი შვილი“, - ამბობს გაიოზ ჩარკვიანი.
გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა ითხოვს ყველა მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს.
მართალია ჩემ შვილს ვერავინ გააცოცხლებს, მაგრამ საზოგადოებამ უნდა ნახოს, რომელ ექიმთან მივიდეს და ვინ უნდა უმკურნალოს“, - ამბობს ის.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის" თერაპიული განყოფილების ექიმს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ექიმმა, რომლის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა.