რეპრესიები საჯარო მოხელეებზე - თბილისის მერიიდან კიდევ ერთ მოქალაქეს ათავისუფლებენ

28.02.25 17:50
რეპრესიები საჯარო მოხელეებზე - თბილისის მერიიდან კიდევ ერთ მოქალაქეს ათავისუფლებენ

რეპრესიები საჯარო მოხელეებზე - ივანიშვილის რეჟიმს არც სტიქია აჩერებს. ამჯერად სამსახურიდან თბილისის მერიის თანამშრომელს, თამთა კაჭახიძეს უშვებენ, რომლის მეუღლეც უკვე რამდენიმე დღეა გურიაში მოქალაქეების დახმარებას და გადარჩენას ცდილობს. 

სწორედ სამაშველო ოპერაციის დროს შეიტყო ზურაბ ფარჯიანმა, რომ მისი ცოლი განსხვავებული აზრის გამო შესაძლოა, უსამსახუროდ დარჩეს - "ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რამეში არ ეთანხმება, არ უყვართ. მონები ურჩევნიათ".

ჩვენ ზემო ნატანებს გავცდით. დონაურში ვართ. თამთამ მომწერა, ჩამოდი ზურა სამსახურიდან მიშვებენო. მე გურიაში ვარ. მეცინება უკვე. ამათ სინდისი არ აქვთ, არც ტვინი აქვთ, თორემ არჩილ თალაკვაძე გაპიწკინებულ სურათს არ დადებდა. აქ თუ ვინმე სუფთად ჩაცმულია და ვიღაც ორი კილომეტრიდან სურათს იღებს, ესე იგი ის არაფერს აკეთებს აქ. ფეხებზე კიდიათ ამათ ხალხი, გაჭირვება. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რამეში არ ეთანხმება, არ უყვართ. მონები ურჩევნიათ. 2012-ში "ოცნება" რომ მოდიოდა, თამთა აქტიურად იყო ჩართული". - განაცხადა მოქალაქემ.