კონგრესი ივანიშვილის რეჟიმის წამომადგენლების სანქცირებაზე მუშაობს - ექსკლუზიური ინტერვიუ ჯო უილსონთან
"პირველების" ექსკლუზიური ინტერვიუ ჯო უილსონთან - "არაღიარების" და "მეგობარი აქტის" ინიციატორი თვლის, რომ რუსეთიდან მართული ოლიგარქის შეჩერების ერთადერთი გზა სანქციებია.
პირველებთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამერიკელი კონგრესმენი ადასტურებს, რომ შტატების კონგრესი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წამომადგენლების სანქცირებაზე მუშაობს. ჯო უილსონი, ვინც ოლიგარქს ამერიკული სანქციები პირველმა დაუანონსა, ამბობს, რომ ოლიგარქის და მისი გუნდის დასანქცირებაზე რესპუბლიკელები და დამოკრატები თანხმდებიან და მეგობარი აქტის მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება.
უილსონის საუბრიდან ირკვევა, რომ მიუხედავად დიდი განსხვავებებისა პრეზიდენტ ტრამპის პარტიასა და დემოკრატებს შორის, ყველა თანხმდება, რომ სანქციები რუსეთის მიერ მართული მთავრობის შესაჩერებლად ერთადერთი გზაა.
შეერთებულ შტატებში ეჭვი აღარავის ეპარებათ, რომ ივანიშვილის რეჟიმი პუტინის მიერ მართული ძალაა, ამას ემატება ისიც, რომ იზრდება ჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენები საქართველოში და ანაკლიის პორტში. ჯო უილსონის თქმით, ეს ამერიკისთვის უდიდესი წინააღმდეგობაა.
ძალიან მიხარია, რომ კანონპროექტი ორპარტიულიიაა. რესპუბლიკელები, მათ შორის მე და ასევე სხვა წამყვანი რესპუბლიკელები, მათ შორის , რიჩარდ ჰადსონი. ჩვენ შემოგვიერთდა ჩემი კოლეგა ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე დემოკრატი სტივ კოენი , რომლებიც აქტიურად მუშაობენ. ეს არის ორპარტიული და ორი პალატის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი. კანონპროექტი კონგრესის გახსნის პირველივე დღესვე დავარეგისტრირეთ , რომელშიც ვითხოვთ სანქციების დაწესებას ივანიშვილის რეჟიმისთვის და მხარს ვუჭერთ ახალი თავისუფლი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ჩვენ გვყავს მსოფლიოს გარშემო არაერთი პარლამენტის წევრი, რომლებიც ჩვენთან ერთად სანქციებთან დაკავშირებით მუშაობენ . ყველა მიუთითებს იმაზე, რომ სანქიები აუცილებელია. ნამდვილი გმირი ამ საკითხში მარკო რუბიო იქნება, რომლის ოჯახიც კუბადან ავტოკრატიულ რეჟიმს გამოექცა. მისთვის იმის ახსნა საჭირო არაა, რამდენად საშიშია ავტოკრატიული რეჟიმები. მან ეს ძალიან კარგაც იცის. ერთ დღესაც თქვენ გათავისუფლდებით და ომის კრიმინალ პუტინის დაქვემდებარებაში აღარ იქნებით. საქართველოში ძალიან სამწუხარო რეალობას ვხედავთ, ჩინეთის კომინუსტური პარტიის გავლენები სულ უფრო მეტად იზრდება და ამას ანაკლიის პორტშიც ვხედავთ. შავი ზღვის რეგიონი სულ ფურო მეტად მნიშვნელოვანი ხდება და ჩვენ გვინდა, რომ მასში საქრათველოც იყოს". - ამბობს უილსონი.