სამხედროებს სტიქიის ზონაში ტრანსპორტით გადაადგილება არ შეუძლიათ, რადგან მანქანებზე ზამთრის საბურავები არ უყენიათ - ცოტნე ღურწკაია

28.02.25 18:53
სამხედროებს სტიქიის ზონაში ტრანსპორტით გადაადგილება არ შეუძლიათ, რადგან მანქანებზე ზამთრის საბურავები არ უყენიათ - ცოტნე ღურწკაია

 

"გახარია საქართველოსთვის" წევრი, ცოტნე ღურწკაია, რომლეიც სტიქიის ზონაში მოხალისედ არის წასული "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ სამხედროებს გურიის სოფლებში ტრანსპორტით გადაადგილება არ შეუძლიათ, რადგან მანქანებზე ზამთრის საბურავები არ უყენიათ.

ღურცკაიას თქმით, სამხედროები მხოლოდ ფიზიკურად ეხმარებიან მოსახლეობას. 

სამხედროები შევამჩნიეთ რამდენიმე სოფელში, თუმცა მათ არ აქვთ შესაძლებლობა რომ ხალხს დაეხმარონ, ზამთრის საბურავებიც კი არ უყენიათ, გასაგებია თურმე საჰაერო თავდაცვას იმიტომ არ ვყიდულობთ, რომ რუსეთის გაღიზიანების ეშინიათ, მაგრამ მანქანებზე ზამთრის საბურავები რომ უყიდონ, ეს მარტივი ამბავია. 

ჯარისკაცები უბრალოდ დგანან და თავიანთი ტრანსპორტით გადაადგილებაც კი არ შეუძლიათ. მათ ამოყვანაშიც კი ჩვენი დახმარება დასჭირდათ. ისინი ფიზიკურად ასრულებენ სამუშაოებს, საკვებიც მიაქვთ", - ამბობს ცოტნე ღურცკაია.