"ტრამპს ვაჩვენე მისი სურათი, რომელსაც საქართველოში აქციის მონაწილე ატარებდა, მას ეს ძალიან მოეწონა" - უილსონი
ოცნების არაღიარების პროცესი გრძელდება - ჯო უილსონი, რომელიც "ქართული კოშმარის არაღიარების აქტის" ავტორიცაა, "პირველებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ კანონპროექტს კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
როგორც კონგრესმენი აცხადებს, საერთაშორისო იზოლაციაში ოცნების გუნდის მოქცევა საუკეთესო დარხმარებაა იმ ხალხისვის, ვინც თვეებია ქუჩაში მოძალადეების დასჯას და ახალი არჩევნების მიღწევას ცდილობს.
ასევე საინტერესოა ერთი დეტალი, უილსონმა ინტერვიუში თქვა, რომ მან პრეზიდენტ ტრამპს აჩვენა მისი სურათი, რომელსაც საქართველოში აქციის მონაწილე ატარებდა.
მას ეს ძალიან მოეწონა. ის შესანიშნავია ადამიანია. ის დაიცავს დემორატიას და თავისუფლებას მსოფლიოს გარშემო - ამბობს კონგრესმენი.
რაც შეეხება "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს", ეს კანონპროექტიც ორპარტიულია, რესპუბლიკელების და დემოკრატების მიერ მხარადაჭერილი. მინდა გითხრათ, რომ ყველა აქტი კონრესში ორპატიული არაა. რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის ძალიან მკაფიო, ლეგიტიმური და ლოგიკური განსხვავებები გვაქვს , მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გავერთიანდით თავისუფალი და სამართლიანი არჩვენების მოთხოვნით. ეს ეხება "ქართული ოცნების" არაღიარების აქტსაც . ჩვენ გვინდა დემონსტრანტებს ვაჩვენოთ, რომ კონგრესი მათ მხარს უჭერს "ოცნების არაღიარების კუთხით", საბოლოოდ, ჩვენ მხარს დავუჭერთ მთავრობას, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით იქნება არჩეული.
ბევრი რამ ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს. ჩვენ გავაძლიერებთ მათ, რომ გამოააშკარაონ კორუფცია და პასუხისგებაში მისცენ ისინი , ვინც კორუფციაში იქნებიან მხილებულნი. ჩვენ, ამერიკელებს, არ გვინდა, რომელიმე ქვეყნის საქმეში ჩავერიოთ, ჩვენ გვინდა ხალხის დახმარება. ვხედავთ რომ თბილსის ქუჩებში 92 დღეა ხალხი დგას, მათი პროტესტი შთამაგონებელია. მე მქონდა შესაძლებლობა პრეზიდენტი ტრამპისთვის მეჩვენებინა მისი სურათი, რომელსაც აქციის მონაწილე ატარებდა , მას ეს ძალიან მოეწონა. ის შესანიშნავია ადამიანია. ის დაიცავს დემორატიას და თავისუფლებას მსოფლიოს გარშემო", - ამბობს უილსონი.