ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი "Facebook" გვერდის სახელწოდება "Gakharia@Media"-ად გადაკეთდა

23.03.21 10:46
ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი "Facebook" გვერდის სახელწოდება  "Gakharia@Media"-ად  გადაკეთდა

ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ "Facebook" გვერდს "Bidzina Ivanishvili @Media" სახელწოდება შეეცვალა და ამჟამად ის "Gakharia@Media"-თი  იძებნება.  აღნიშნული გვერდი ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის  პროპაგანდას ეწეოდა.  

გუშინ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტვ პირველთან ინტერვიუში პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა. გახარიამ თქვა, რომ ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს და პოლიტიკაში რჩება. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკურ არენაზე ახალი მოთამაშე გამოიყვანა.