სინდისის პატიმრების საქმეები პროკურატურას ერთი-მეორეს მიყოლებით ეშლება - სისტემას ისევ მოწმეები ამხელენ
პოლიციელის მხრის შეწითლების გამო 21 წლის ბიჭს სისტემა 7 წლიანი ციხისთვის სწირავს. გამოძიების მიერ სასამართლოში მიყვანილმა ოქროს მოწმემ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გომელაურის უწყება ახალგაზრდებს ციხისთვის უმიზეზოდ სწირავს. დღევანდელ პროცესზე სასწრაფოს ექიმმა თქვა, რომ არ პოლიციელს მხოლოდ ხელი ჰქონდა გაწითლებული, არც კლინიკაში გადაყვანა დასჭირვებია და არც ტკივილგამაყუჩებელი.
გამოდის, რომ პოლიციელს არანაირი ტკივილი არ განუცდია, თუმცა მისი ჩვენების გამო, ახალგაზრდა მუსიკოსს ციხეში უშვებენ. პროკურატურა ბიძინა ჟამერაშვილის ჩვენების გარდა საქმეში კიდევ 2 პოლიციელის ჩვენებას ეყრდნობა. ძალოვნები ჩვენებებში წერენ, რომ დევიძემ მათ დროში ტარი ჩაარტყა და ტკივილს ზურგის არეში გრძნობდნენ. საპირისპიროს ამტკიცებს კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიათრევენ პოლიციელები 21 წლის მუსიკოსს ასფალტზე.
რეჟიმს აქციებზე დაკავებული პატიმრების ბრალეულობის დამტკიცება უჭირს. მას შემდეგ, რაც საქმეები სასამართლოში არსებითი განხილვების ეტაპზე გადავიდა, სისტემის შეკერილ საქმეებს ფარდა ეხდება. ძალოვან და საბრალდებო უწყებებს ისევ მათ მიერ მიყვანილი მოწმეები ამხელენ. ასე მოხდა პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულების თემურ ზასოხაშვილის და დავით ლომიძის პროცესზეც.
ვრცლად ნაეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.