ფსიქოლოგიური ტერორი ბათუმელი მედროშის წინააღმდეგ - თემურ ქათამაძე მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ამხელს

28.02.25 21:02
ფსიქოლოგიური ტერორი ბათუმელი მედროშის წინააღმდეგ - თემურ ქათამაძე მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ამხელს

ბათუმელი მედროშე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაა. 44 დღეა მასზე მიზანმიმართულად იერიში მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს მიაქვთ - აფერხებდნენ და ხელს უშლიდნენ დაკავების შემდეგ სასამართლოში წარსადგენი მასალის მოგროვებაში, ახლა კი ზეწოლას ახორციელებენ, რომ მან პროტესტი შეწყვიტოს და აღარ იშიმშილოს.

თემურ ქათამაძე 44 დღეა პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად მშრალ შიმშილობაზეა. ბათუმელ მედროშეს, რომელიც პროევროპული აქციების სახეა, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს ეუბნებიან. გომელაურის უწყებამ უარი უთხრა ლტოლვილის ჰუმანიტარული სტატუსის მიცემაზეც. ორივე გადაწყვეტილება ახლა საქალაქო სასამართლოშია გასაჩივრებული და გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ქათამაძეს ქვეყნიდან ვერ გააძევებენ.  

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.