ექიმების შესაძლო გულგრილობას შეწირული 20 წლის ფეხბურთელი - ვახო ჩარკვიანის საქმეზე ერთ მედიკოსს ბრალი წაუყენეს
რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმი ქეთევან ლობჟანიძე ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდა. გამოძიება მას 20 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში სამსახურეობრივ გულგრილობას ედავება. სავარაუდოდ, ბრალდება დავობს, რომ ექიმმა არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობა, აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დანიშნულმა მედიკამენტურმა მკურნალობამ კი ახალგაზრდა პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე მიაყენა.
თერაპიული განყოფილების ექიმს ახლა 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მასთან ერთად ბრალდებულია ამავე განყოფილების ხელმძვანელი ქეთევან ცერცვაძე. გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი დარმუნებულია, რომ კოვიდით ინფიცირებილი ჩარკვიანის მკურნალობა თავიდანვე თერაპიულ განყოფილებაში არასწორად წარიმართა, რის გამოც ჩარკვიანის გადარჩენა შეუძლებელი გახდა.
ეთანხმება თუარა ქეთევან ლობჟანიძე წარდგენილ ბრალს? ექიმთან დაკავშირება შევძელით, თუმცა მან პასუხის გაცემა არ ისურვა.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.