SJC: ევროსასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა - ჟურნალისტმა შიმშილობა შეწყვიტა

28.02.25 19:49
SJC: ევროსასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა - ჟურნალისტმა შიმშილობა შეწყვიტა

რამდენიმე საათის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, აფგან სადიგოვის საქმეზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და დროებითი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დევნილი ჟურნალისტისა და რედაქტორის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა - ამის შესახებ ინფრომაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს. 

სასამართლოს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ფონზე აფგან სადიგოვმა ხანგრძლივი (161 დღე) შიმშილობა შეწყვიტა.

⚫ უსამართლო და უკანონო იყო გადაწყვეტილებების ის ჯაჭვი, რომელსაც საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოები და სასამართლოები ამ საქმეზე იღებდნენ, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ევროპული სასამართლოს მეშვეობით, შესაძლებელი გახდა აფგან სადიგოვის უსაფრთხოების, ღირსების და თავისუფლების სათანადო დაცვა. 
✊ ჩვენ სოლიდარულები ვრჩებით საქართველოში და აზერბაიჯანში დევნილი ჟურნალისტების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ უკანონო დევნის, შევიწროებისა და ძალადობის ეს ავტორიტარული პრაქტიკები დასრულდება და დევნის მსხვერპლები საბოლოოდ უფლებების აღდგენასა და დაცვას მიაღწევენ", - წერია განცხადებაში.