მომდევნო დღეებში დაგეგმილ და გაუქმებულ რეისებზე საქართველოს რკინიგზა ინფორმაციას ავრცელებს

28.02.25 20:11
მომდევნო დღეებში დაგეგმილ და გაუქმებულ რეისებზე საქართველოს რკინიგზა ინფორმაციას ავრცელებს

მომდევნო დღეებში დაგეგმილ და გაუქმებულ რეისებზე საქართველოს რკინიგზა ინფორმაციას ავრცელებს:

"საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ ხვალ 1 მარტს შესრულდება შემდეგი რეისები:

№870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;
№874 თბილისი-ფოთი.
2 მარტიდან დაიწყებს მოძრაობას:

№874 /873 თბილისი-ფოთი-თბილისი (ორივე მიმართულება);
ჩვეულ განრიგში ასრულებს რეისებს:

№802/801 თბილისი-ბათუმი-თბილისი;
№804/803 თბილისი-ბათუმი-თბილისი;

ასევე გაცნობებთ, რომ 1-2 მარტს უამინდობის გამო უქმდება რამდენიმე რესი, კერძოდ:

№854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;
№618/617 თბილისი-ბორჯომი-თბილისი;
№686/685 თბილისი-ბორჯომი-თბილისი;
№682/681 ქუთაისი-ბათუმი;
№684/683 ქუთაისი-ბათუმი;
№613/614 ბათუმი-ოზურგეთი;
აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს რკინიგზის რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური სრულად აგინაზღაურდებათ,"- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.