"პირველები" იმ სოფლებში ჩავიდა, რომელიც გარე სამყაროს არის მოწყვეტილი - ექსკლუზიური კადრები
"პირველები" დღეს იმ სოფლებში ჩავიდა, რომლებიც გარე სამყაროს არის მოწყვეტილი და ამ დრომდე ხალხს არავინ დახმარებია. მდგომარეობა უკიდურესად მძიმე აღმოჩნდა. გზის გაჭრაში მედიას ოფროუდერები დაეხმარნენ.
აღმოჩნდა, რომ სოფელ ჩაისუბანში 9 თის სიცხიან ბავშვს წამალი და საკვები არ ჰქონდა. ოჯახი ჩოხატაურის მერს და სამაშველოს 5 დღის განმავლობაში ურეკავდა, მაგრამ უშედეგოდ.
ანალოგიური მდგომარეობაა მეწიეთში, ზემო სურეთში, ნაბეღლავში. სფელ ბუკნარში ერთ-ერთმა ოჯახმა მიცვალებული ვერ გაასვენა, რადგან სასაფლაომდე მისასვლელი გზა თოვლისგან არის ჩახერგილი. სოფლების მოსახლეობას არც დენი, არც გაზი და არც საკვები გააჩნიათ.
დავით შარაშიძეს მივწერე, რო ასეთი სიტუაციაა, სახლები თავზე ენგრევა ხალხს, საჭმელი და წამალი არ აქვს უმრავლესობას. ჩვენთან მოხუცი ქალბატონი ცხოვრობს, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და არავინ გამოგვეხმაურა. გზები არ გაგვიწმინდეს, დენი არ გვაქვს, გაზიც გათიშული იყო. სად არ დავრეკეთ და არავინ ყურადღება არ მოგვაქცია, - ამბობს ადგილობრივი.
"პირველებმა" ჩოხხატაურში საკრებულოს დეპუტატი ჩაწერა, რომელსაც ჰკითხა, რატომ არსად ჩანს მძიმე ტექნიკა გზების გასაწმენდად. დეპუტატი ამბობს, რომ მომდევნო თოვლს უფრო მომზადებული შეხვდებიან.
ვრცლად ნახეთ ნატო გოგელიას ჩართვაში.