ისტორიული შეხვედრა დაიწყო - პრეზიდენტი ზელენსკი თეთრ სახლშია
ისტორიული შეხვედრა დაიწყო - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონშია.
ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი უკვე მივიდა თეთრ სახლში, სადაც მას ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დახვდა.
ორი ქვეყნის ლიდერმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და თეთრს სახლში შევიდნენ.
ლიდერები შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხებს განიხილავენ, მათ შორის რუსეთის შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე ტრამპის ცნობით, იგეგმება კრიტიკულ მინერალებზე შეთანხმება და მასზე ხელის მოწერა.
აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
თეთრ სახლში მისვლამდე უკრაინის პრეზიდენტი დელეგაციის წევრებთან ერთად აშშ-ის სენატის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა.
"ვამაყობთ, რომ გვყავს ისეთი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები. გმადლობთ უკრაინისადმი თქვენი ურყევი ორპალატიანი და ორპარტიული მხარდაჭერისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის სამი წლის განმავლობაში" - აღნიშნავს ზელენსკი.