"სტიქიის ზონაში ადამიანები მოწყვეტილნი არიან სამყაროს - შტაბის ცხელ ხაზზე ასობით ზარი შემოდის" - სიორიძე
ხუთი დღეა გურიაში კოალიცია "ძლიერი საქართველოს" შტაბი ფუნქციონირებს. ადგილზე პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან და მოსახლეობას, ვინც სტიქიის ზონაში გარესამყაროს არის მოწყვეტილი, ეხმარებიან.
“ძლიერი საქართველოს” წევრის გიორგი სიორიძის თქმით, მათი ტექნიკა ვერ ახერხებს ყველგან შესვლას, რადგან უფრო მძიმე ტექნიკას, რომელიც სახელმწიფოს განკარგულებაშია, არ აქვს ძირითადი გზები გასუფთავებული.
მისივე განცხადებით, ყოველდღიურად შტაბის ცხელ ხაზზე ასობით ზარი შემოდის, ადამიანები პირველადი საჭიროების ნივთებით, საკვებით და მედიკამენტებით დახმარებას ითხოვენ.
მეხუთე დღეა "ძლიერი საქართველოს" საგანგებო შტაბი აგრძელებს მუშაობს გურიის რეგიონში, როგორც ქალაქში ასევე სოფლებში არის გზები გასაწმენდი. პარალიზებული არის მოძრაობა, ადამიანები კვლავ რჩებიან მოწყვეტილნი, კომუნიკაციის გარეშე. ჩვენს ცხელ ხაზზე არ წყდება ზარები, ძირითად ეს ეხება საკვებს, პირველადი მოხმარების ნივთებს. ჩვენი სპეც ტექნიკაც მუშაობს და იმუშავებს დღეს ნასაკირალში, ბაღდადში, ნაგომარში. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ტექნიკა ვერ ახერხებს ყველგან შესვლას, გამომდინარე იქიდან, რომ უფრო მძიმე ტექნიკას, რომელიც სახელმწიფოს განკარგულებაშია, არ აქვს ძირითადი გზები გასუფთავებული", - ამბობს გიორგი სიორიძე.
ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ ოზურგეთში, საგანგებო შტაბი შექმნა. როგორც "პირველებს" პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, შტაბი განახორციელებს მოხალისეების მობილიზებას - საუბარია გურიის რეგიონზე.
კოალიციაში აცხადებენ, რომ ეს შტაბი მოახდენს მათ შორის სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მოხალისეების კოორდინაციას ასევე - გურიისკენ უკვე მიერმართებიან ძლიერი საქართველოს ლიდერებიც საჭიროების სემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მითითებულ ნომრებს.
ცხელი ხაზი:
551 787 777, 599 938 484, 577 503 009
მისამართი:
ოზურგეთი, ჭავჭავაძის 8