საკრაულას ხეობაში ორი მწყემსი იპოვეს - ერთი პირის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

01.03.25 13:02
საკრაულას ხეობაში ორი მწყემსი იპოვეს - ერთი პირის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

საკრაულას ხეობაში დაკარგული ერთი პირის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - მაშველებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული სამი მწყემსიდან ორი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხეობიდან გამოყვანილია ერთი პირი, მეორე მწყემსი კი საკუთარი სურვილით ადგილზე რჩება.

ცნობისთვის, გრიგოლ ბერაძე და ტარიელ ხეცაძე ხარაგაულის მკვიდრნი არიან. ადგილობრივები "პირველებს" უყვებოდნენ, რომ მამაკაცები სოფელ ხიდარიდან 6-7 კილომეტრის მოშორებით წავიდნენ და მათი კვალიც სწორედ ხიდარიდან იკარგებოდა. 

მსგავსი სიახლეები