გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ბრალდებულ ექიმს 12 000-ლარიანი გირაო შეეფარდა - რას ამტკიცებდა "პირველებთან" მედიკოსი

01.03.25 13:54
გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ბრალდებულ ექიმს 12 000-ლარიანი გირაო შეეფარდა - რას ამტკიცებდა "პირველებთან" მედიკოსი

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმე - ბრალდებულ ექიმს აღკვეთის ღონისძიების სახით 12 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.  გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი შვანგირაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

  • დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 15 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას და ექიმისთვის საქმიანობის შეწყვეტას ითხოვდა, მოსამართლემ ბოლო შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მედიკოსს მხოლოდ 15 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 

მანამდე კი რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილმა ექიმმა "პირველებთან" კომენტარი გააკეთა.  ქეთევან ლობჟანიძე ბრალს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ პაციენტს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარა და სწორედ კვლევების საფუძველზე, პროტოკოლის მიხედვით დანიშნა ბაქტერიოლოგიური მკურნალობა.

ლობჟანიძე აცხადებს, რომ მის მიერ მიღებული მკურნალობის გადაწყვეტილება შეთანხმებული იყო განყოფილების უფროსთან და სხვა ექიმებიც მისი მიერ გაწერილი პროტოკოლით ხელმძღვანელობდნენ. 

იყო ბაქტერიული პნევმონია და სწორედ პროტოკოლის გათვალისწინებით დაწყებულ იქნა მკურნალობა, რაც ხელმძღვანელთან იყო შეთანხმებული. ვინც იყო მაშინ ხელმძღვანელი იმასთან იყო შეთანხმებული. ბუნებრივია დასტურს ის გასცემდა. მეორე დღეს, უამრავი კვლევა ჩემს მიერ იქნა შეკვეთილი, რომ შემდგომ უკვე საფუძვლიანად შემდგომი ტაქტიკა განსრულიყო. მე ვიყავი მორიგე ექიმი და მხოლოდ რამდენიმე საათი მქონდა პაციენტთან გატარებული. მე არც პაციენტი მიმიღია, არც გამიწერია, ღამე არ ვმორიგეობდი. დღე ვიყავი მხოლოდ და სხვადასხვა მორიგე ექიმები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.

ჩემს შემდგომ უამრავი ექიმი იყო და მომდევნო სტრატეგია ახალი განესაზღვრა, როგორც ოპტიმალური იქნებოდა პაციენტისთვის. თუნდა მე დავიწყე 1 გრ ანტიბიოტიკი, რომლის ალტერნატივა აფთიაქში იყიდება და რომელსაც მე პირადად ბავშვებს ერთი კვირა ვცდილობდითო ოტორინოლარიგოსანის დანიშნულებით და ბუნებრივია ჩემი 1 გრ ანტიბიოტიკი, რაც სრულიად საფუძვლიანად და დროულად იყო ეს პაციენტთან რაიმე მიზეზების გამომწვევი ვერ იქნებოდა ", - ამბობს ქეთევან ლობჟანიძე.

ანალოგიური ჩვენება მისცა მედიკოსმა დღეს სასამართლოს - ქეთევან ლობჟანიძემ გაიმეორა, რომ მისი მორიგეობის დროს მან შესაბამის8ი კვლევები ჩაუტარა 20 წლის ფეხბურთელს. რა ც შეეხება ბაქტეოროლოგიურ კვლევებს, მედიკოსოს მტკიცებით, ის ვერ ჩატარდა იმის გამო, რომ სახეზე არ იყო მაღალი ცხელება და ვერ მოხერხდა ნახველის ანალიზის აღება იმის გამო, რომ იყო მშრალი ხველა.

ვახტანგ ჩარკვიანის მამა კი სწორედ ექიმებს ადანაშაულებს გულგრილობაში. დაღუპული ფეხბურთელის მშობელი აცხადებს, რომ მის შვილთან 26 საათის განმავლობაში ექიმები არ შესულან, მკურნალობა კი არასწორად წარიმართა.

12-ში შევიდა შუაღამისას ჩემი შვილი თერაპიულ განყოფილებაში. იქ არ იყო სავალდებულო კვლევები ჩატარებული, არ მიუქცევიათ ყურადღება თრომბო ციტო პენიასთან, რომელიც კონსულტირებული უნდა ყოფილიყო ჰემატოლოგთან. არ ჩავთვალე საჭიროს, რომ რემდისივერი გადამესხა, ვინაიდან პირდაპირ თეთრზე შავად აქვს დაფიქსირებული, რომ სპორტსმენი ბიჭი იყო და არ მიმაჩნდა საჭიროდო. დადასტურებულის ეს ფაქტობრივი გარემოებები ექსპერტიზითაც, რომ ჩემი შვილი ითხოვდა საჭმელსაც და ექიმის შესვლასაც, რომელ ექიმის ყურადღებაზეა საუბარი. ფაქტობრივად, 26 საათი არ არის ექმი შესული ჩემს შვილთან", - ამბობს ვახტანგ ჩარკვიანის მამა.

შეგახსენებთ, რომპროკურატურამ კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის" თერაპიული განყოფილების ექიმს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ექიმმა, რომლის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა.