ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს - "ეხო კავკაზას" ინფორმაციით, ე.წ. პრეზიდენტობისთვის ორი "კანდიდატი", ადგურ არძინბა და ბადრა გუნბა იბრძვის.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში 152 "საარჩევნო უბანია" გახსნილი.
ცნობისთვის, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ბადრა გუნბამ ხმების 46,38% მიიღო, ხოლო ადგურ არძინბამ 36,92%.