შტაბები დაზარალებულებისთვის - თბილისი სტიქიის ზონაში მცხოვრები მოქალაქეების დასახმარებლად ერთიანდება

01.03.25 15:29
შტაბები დაზარალებულებისთვის - თბილისი სტიქიის ზონაში მცხოვრები მოქალაქეების დასახმარებლად ერთიანდება

შტაბები დაზარალებულებისთვის - თბილისი სტიქიის ზონაში მცხოვრები მოქალაქეების დასახმარებლად ერთიანდება.

აბაშიძის 6 ნომერში, მოქალაქეები პროდუქტებით და სხვა პირველადი საჭირო ნივთებით დატვირთულები მიდიან.

საკვები პროდუქტები, სანთლები, მედიკამენტები, ნიჩბები და სხვა საჭირო ნივთები დღეს 20:00 საათის შემდეგ გურიაში გაიგზავნება. 

მოხალისეების თქმით, ეს კამპანია შესაძლებლობას აძლევს იმ ადამიანებს, ვინც ვერ ახერხებს სტიქიის ზონაში ჩასვლას, ამ ხერხით კი ისინი დაზარალებულებს სოლიდარობას უცხადებენ.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი პირადი ხარჯებით რამდენიმე ადამიანს დახმარება გაგვეკეთებინა და ჩვენი იმიდან გამომდინარე, რაც შევძელით, როგორც მოვახერხეთ შევიძინეთ პროდუქტები და მოვაწოდეთ შტაბს. ძალიან ცუდი სიტუაცია არის, რამდენიმე დღეა დენი არ არის, სასმელი წყალი არ არის, კომუნიკაციის პრობლემაა. როდესაც დენი არ არის ყველაფრის პრობლემაა თითქმის. ვისიც ამის საშუალება ექნებათ, მიიღებენ მონაწილეობას, ძალიან კარგი კეთილი საქმე იქნება", - ამბობს მოქალაქე.

ეს არის ძალიან კარგი საშუალება მოქალაქეებისთვის, ვინც ვერ ახერხებენ ადგილზე ჩასვლას. ამ ძალიან რთულ დროს სოლიდარობა გამოვუცხადოთ მოქალაქეებს, რომლებიც არიან ნაწილობრივ მოწყვეტილები გარე სამყაროს. ძალიან დიდი მადლობა იმ მოქალაქეებს, რომ ამ სიკეთის განხორციელებაში გაგვემარჯვებოდა- ამბობს მოხალისე.

სტიქიის მეშვიდე დღე საქართველოში - იმერეთსა და გურიაში მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მოსახლეობა გარესამყაროს მოწყვეტილია. იძულებით იზოლაციაში მოქცეული ხალხი დახმარების მოლოდინშია.