სტიქია დასავლეთ საქართველოში - "ძლიერმა საქართველომ" ხალხის დასახმარებლად საგანგებო შტაბი იმერეთშიც შექმნა

01.03.25 15:38
სტიქია დასავლეთ საქართველოში - "ძლიერმა საქართველომ" ხალხის დასახმარებლად საგანგებო შტაბი იმერეთშიც შექმნა

სტიქია დასავლეთ საქართველოში - "ძლიერმა საქართველომ" საგანგებო შტაბი იმერეთშიც შექმნა. ადგილზე პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან და გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში ჩარჩენილ მოსახლეობას ეხმარებიან.

"ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთის ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში მყოფ ადამიანებს პირველადი დახმარების ნივთებს, მედიკამენტებს და პროდუქტებს აწვდიან, ასევე წმენდენ გზებს.

გურიის მსგავსად ჩვენ საგანგებო შტაბი შევქმენით იმერეთის რეგიონშიც. იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც მარტო არიან დიდ თოვლობის გამო და არ აქვთ, არც გზა და არც შესაძლებლობა პირველადი დანიშნულების საკვები ან მედიკამენტები თავად შეიძინონ. დავდივართ ადგილზე, დაქირავებული გვყავს სპეციალური ტექნიკა, ვწმენდთ გზებს. გავაგრძელებთ ამ საქმიანობას, ჩართულია ცხელი ხაზი და ნებისაებრ ადამიანებს შეუძლია შეგვეხმიანოს. საჭიროებებია ბევრია და განსაკუთრებით თვალსაჩინოა, რომ ადამიანები უბრალოდ მოკითხვის გარეშე არიან", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“  ოზურგეთში, საგანგებო შტაბი შექმნა.

კოალიციაში აცხადებენ, რომ ეს შტაბი მოახდენს მათ შორის სხვადასხვა  რეგიონიდან  ჩასული მოხალისეების კოორდინაციას ასევე - გურიისკენ უკვე მიერმართებიან ძლიერი საქართველოს ლიდერებიც საჭიროების სემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მითითებულ ნომრებს.

ცხელი ხაზი: 

551 787 777, 599 938 484, 577 503 009

მისამართი: 

ოზურგეთი, ჭავჭავაძის 8

მსგავსი სიახლეები