დედები 3 მარტს საპროტესტო მარშისთვის ემზადებიან
თბილისში ახალი საპროტესტო მარშისთვის ემზადებიან - 3 მარტს, 20:00 საათზე , დედაქალაქის ქუჩებში დედები აპირებენ გასვლას.
ფილარმონიიდან დაწყებული საპროტესტო მარშის მონაწილეები ამ ფორმით სინდისის პატიმრების მშობლებისთვის სოლიდარობის გამოცხადებას აპირებენ. მოთხოვნებს შორის ყველა პატიმრის გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება.
3 მარტს სიმბოლურად ქუჩაში იქნებიან სინდისის პატიმრის დედები და ისინი ელოდებიან ყველას, ვინც ფიქრობს, რომ სოლიდარობას აქვს ყველაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა.
ჩვენი ყველაზე დიდი მოთხოვნა დედების დღესთან დაკავშირებით არის პატიმრების გათავისუფლება. ისინი არიან უკანონოდ, სამშობლოს სიყვარულისთვის დაკავებულები. მათ არაფერი არ დაუშავებიათ და დარწმუნებული ვარ, არცერთ მათგანს არც არავინ არ დაუზიანებიათ, იმიტომ, რომ მე ვესწრები სასამართლოებს და ამდენი ცრუ ჩვენება, მე არასდროს მომისმენია. რცხვენოდეთ იმ დედებს, ვინც ამ ბავშვებს აბრალებს ტყუილს და არიან ცრუ მოწმეები". - ამბობს სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედა.