"მოსულები იყვნენ, ზოგს მოუწია დახმარება, ჩემთვის არაფერი მოუციათ, ცოდო არ ვარ?!" - გურიის მკვიდრები შერჩევით სამართალზე ალაპარაკდნენ

01.03.25 17:21
"მოსულები იყვნენ, ზოგს მოუწია დახმარება, ჩემთვის არაფერი მოუციათ, ცოდო არ ვარ?!" - გურიის მკვიდრები შერჩევით სამართალზე ალაპარაკდნენ

გურიაში გამძვინვარებული სტიქიის პირისპირ მარტო დარჩენილი მოქალაქეები "ქართულ ოცნებას" შერჩევით სამართალში ადანაშაულებენ.

ე.წ. შანხაის მკვიდრი "პირველებს" უყვება, რომ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები, თუ მათი მხარდამჭერი აქტივისტები დასახლებაში მისულები იყვნენ, თუმცა დახმარება კონკრეტულ ადამიანებს გაუწიეს. 

ჩამპალია ბინები. აგერ ჩამოინგრა. გუშინ იყვნენ მოსულები. ჩემთვის არ დაუძახებიათ. ჩემთვის არაფერი მოუციათ. ზოგს მოუწია დახმარება, ვინცხას კი მოუწია. ჩემთვის არაფერი მოუციათ. მარტოხელა ვარ. ცოდო არ ვარ?!" - განაცხადა მოქალაქემ. 

სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს. გურიის მაღალმთიანი სოფლები ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ასობით ოჯახს ისევ არ აქვს ელექტროენერგია და გათბობა, ეწურებათ საკვების მარაგები და მედიკამენტებიც. "ქართული ოცნების" ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ გურიის რეგიონებში დამატებითი სპეცტექნიკაა შეყვანილი, თუმცა ზოგიერთ სოფელში არა თუ სპეცტექნიკის, არამედ ადამიანის ნაფეხურების კვალიც კი არ ჩანს.   

მსგავსი სიახლეები