ექსკლუზივი: სტიქიამდე რამდენიმე დღით ადრე, ყველა უწყებამ იცოდა, რომ დიდთოვლობა იქნებოდა - როგორ არ მოემზადა ივანიშვილის ხელისუფლება სტიქიისთვის
გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ვასილ გედევანიშვილი ადასტურებს, რომ დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი დიდთოვლობის შესახებ ყველა შესაბამისი უწყება წინასწარ გააფრთხილა. სამინისტროებს და ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენიმე დღით ადრე ჰქონდათ მონაცემები, რომ ძლიერი თოვა იყო პროგნოზირებული.
პირველი გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოდან 18 თებერვალს ფიქსირდება. სტიქიამ მძიმე ფორმები კი 22 თებერვალს მიიღო, ანუ რეჟიმს მინიმუმ 4 დღე ჰქონდა, რომ მაღალმთიანი სოფლებიდან ხალხი გამოეყვანა და რეგიონებში სპეცტექნიკა შეეყვანა, რომ დათვლილი გზები ტრაქტორებს მალე გაეწმინდა და საქმე კოლაფსამდე არ მისულიყო.
გარემოს ეროვნულ სააგენტო შეტყობინებებს აქვეყნებს 19-დან 21 თებერვლამდეც. აქ ისიც კი წერია, რომ ელექტროგადამცემი ხაზები გაიყინება, ანუ ხალხი უშნოდ დარჩება. გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ ეგზავნება სამინისტროებს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს და საავტომობილო გზების დეპარტამენტს - ელექტრონულ ფოსტაზეც და მესიჯითაც.
როდის დაიწყეს სპეცტექნიკის ყიდვა და ქირაობა?
- "შაბათის ეთერმა" მოიპოვა დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ მთავრობამ რეაგირება მხოლოდ მას შემდეეგ დაიწყო, რაც სოფლური ქსელი რეჟიმის კრიტიკით აფეთქდა. 25 თებერვალს ანუ, სოფლების თოვლში ჩაფვლიდან მესამე დღეს, საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, წერილს უგზავნის ვახო გომელაურს და სთხოვს, რომ მისცეს ნებართვა გამარტივებული შესყიდვით სამი თოვლმავალი 252 ათას 490 ლარად იყიდოს. ხელშეკრულება 25 თებერვალს, ოთხის ნახევარზეა გაფორმებული.
სად იყო მილიონებად ნაყიდი ვერტმფრენები?
- ჩვენ მოვიპოვეთ ირაკლი კობახიძის მიერ 28 თებერვალს გამოცემული განკარგულება, სადაც წერია, რომ ახლა აღმოაჩინეს და სასწრაფოდ სჭირდებათ მილიონებად ერთი წლის წინ ჩამოყვანილი ვერტმფრენებისთვის წებოები - ჰერმეტიკი და სახარჯი მასალები.
მოსალოდნელი საფრთხეები
- გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ საინფორმაციო ბიულეტენში რომელიც გასულ წელს მომზადდა აღწერილია და დასურათებულია ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ათობით სოფელი რომელიც სახიფათო ზონაშია. ნებისმიერ დროს და ამას თუ უხვი ნალექი ემატება საშიში გეოლოგიური პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი.
- სპეციალისტების რეკომენდაციაა რეგიონში მოიძიონ გეოლოგები დაათვალიერონ ტერიტორიები და გამოიყვანონ მოსახლეობა უსაფრთხო ზონაში. ამისთვის დაიხმარონ თუნდაც ჯარი. გაუყენონ მათი ტექნიკა, რადგან სახელმწიფოს ხელში ფიზიკური ძალაა, ამიტომ მისი გამოყენების დროა. რადგან ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. გლობალური დათბობის პირობებში, არავინ იცის როდის გამოიდარებს, რამდენ გრადუსამდე აიწევს ტემპერატურა და რა სიჩქარით დაიწყება დნობა თოვლის.