"არა ომს, რუსეთი პუტინის გარეშე" - ბერლინში კრემლის პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა აქცია იმართება
ბერლინში კრემლის პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა აქცია იმართება. არა ომს, რუსეთი პუტინის გარეშე - სკანდირებენ დემონსტრანტები.
აქცია ილია იაშინის, ვლადიმერ კარა-მურზას და იულია ნავალნაიას მიერაა ორგანიზებული და ეძღვნება ბორის ნემცოვის მკვლელობის მეათე წლისთავსაც.
მსვლელობის მონაწილეები ბერლინის ცენტრში, რუსეთის საელჩოს გაივლიან. მარში ბრანდენბურგის კარიბჭესთან დასრულდება.