სოფლის გამგებელი უგზოობის გამო კლინიკაში ვერ გადაიყვანეს - პროცესში ავიაცია ჩაერთო

01.03.25 19:25
სოფლის გამგებელი უგზოობის გამო კლინიკაში ვერ გადაიყვანეს - პროცესში ავიაცია ჩაერთო

 

 

სოფელ შუა-სურების გამგებელი სტიქიის ზონიდან, უგზოობის გამო კლინიკაში ვერ გადაიყვანეს - პროცესში ავიაცია ჩაერთო.  "პირველების" ინფორმაციით, გამგებელს კუჭის წყლული გაუსკდა. 

როგორც "პირველებს" უყვებიან, ავიაციის ჩართვა უგზოობის გამო გახდა აუცილებელი. "საკაცით ვერ გადაიყვანეს, ვერთმფრენიც ერთი საათი დაფრინავდა, რომ შედარებით უსაფრთხო ადგილზე დაესვათ". 

სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოსახლეობა ამ დრომდე დახმარებას ითხოვს. გურიის მაღალმთიანი სოფლები ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ასობით ოჯახს ისევ არ აქვს ელექტროენერგია და გათბობა, ეწურებათ საკვების მარაგები და მედიკამენტებიც. "ქართული ოცნების" ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ გურიის რეგიონებში დამატებითი სპეცტექნიკაა შეყვანილი, თუმცა ზოგიერთ სოფელში არა თუ სპეცტექნიკის, არამედ ადამიანის ნაფეხურების კვალიც კი არ ჩანს.