,,პროტესტის დღიურები საქართველოდან“ - მოძრავი გამოფენა გერმანიაში
,,პროტესტის დღიურები საქართველოდან“ - გერმანიაში ახალი მოძრავი გამოფენა გაიხსნა, რომელიც საქართველოში მიმდინარე უწყვეტ პროტესტსტში მონაწილე ადამიანებს ეძღვნება. გამოფენის მიზანი იმ ადამიანების ემოციებს გაზიარება იყო, რომლებიც დაშინების, შანტაჟის და რეპრესიების მიუხედავად, დანებებას არ აპირებენ.
განსაკუთრებულად შთამბეჭდავი აღმოჩნდა დემონსტრანტების ჩანახატები, რომლებიც გერმანულ ენაზე ითარგმნა და საგამოფენო სივრცეში წერილების სახით ჰაერში იყო მიმობნეული. იდეის ავტორი და ორგანიზატორია ინიციატივა 78, რომელიც ბრემენში ქართველების მიერ ახლად შექმნილი ჯგუფია.