საფრთხე თუ განგაშის იმიტაცია - გამოცხადდა თუ არა თბილისის აეროპორტში ევაკუაცია რუსული დელეგაციის უსაფრთხოდ შემოსაყვანად?
განგაშის იმიტაცია თუ რეალური საფრთხე? რა მოხდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში? არც შინაგან საქმეთ სამინისტრო და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "პირველების" კითხვებს არ პასუხობენ. მოქალაქეები კი, ვინც აეროპორტში განგაშის სიგნალის დროს იმყოფებოდნენ, ყვებიან, რომ სინამდვილეში, ეს სპექტაკლი ქვეყანაში რუსული დელეგაციის უსაფრთხოდ შემოსაყვანად გახდა საჭირო.
ოცკაციან დელეგაციას, სადაც, მათ შორის, ოკუპანტი ქვეყნის კულტურის სამინისტროს მაღალჩინონები იმყოფებოდნენ, ეშინოდათ, რომ ქართველი ხალხი პროტესტით დახვდებოდა, ამიტომ ქართულ მხარეს უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები მოსთხოვეს, რასაც, მოქალაქეების მტკიცებით, განგაშის იმიტაცია მოჰყვა.
ინფორმაციას საგამომძებო მოქმედებების შესახებ არც ფლობენ არც ეეროპორტის თანამშრომლები და არც იქ მომუშავე დაცვის სამსახური.
შეგახსენებთ, რომ ევაკუაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 28 თებერვალს საღამოს საათებში გამოცხადდა. მგზავრებს შენობის გარეთ ყოფნა დაახლოებით 2 საათს მოუწიათ.