რატომ არ გამოიყვანეს სტიქიის ზონაში ავიაცია - ექსპერტები "ოცნებას" გულგრილობასა და სავარაუდო კორუფციაში ადანაშაულებენ

02.03.25 12:03
რატომ არ გამოიყვანეს სტიქიის ზონაში ავიაცია - ექსპერტები "ოცნებას" გულგრილობასა და სავარაუდო კორუფციაში ადანაშაულებენ

სად იყო და რატომ არ გამოიყვანეს სტიქიის ზონაში მილიონებად ნაყიდი ვერტმფრენები? კორუფციის მკვლევარები პირდაპირ ამბობენ, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება სტიქიას მომზადებული არ შეხვდა.

კოალიცია "ცვლილებისთის" წევრი ბესიკ დონაძე ამბობს, რომ კობახიძემ განკარგულება ვერტმფრენისთვის საჭირო ნაწილების შესაძენად დაგვიანებით, მხოლოდ 28 თებერვალს გამოაქვეყნა. ოპოზიციონერის თქმით, სწორედ დაგვიანებული რეაგირებებია "ოცნების" მთავარი პრობლემა, რომელსაც ადამიანები ეწირებიან. მისი თქმით, მოსალოდნელი უამინდობის შესახებ "ოცნებას" ინფორმაცია წინდაწინ ჰქონდა, თუმცა შედეგებთან გასამკლავებლად არაფერი გააკეთა.

დონაძე მიიჩნევს, რომ არალეგიტიმურ ხელისუფლებას შედეგებზე სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისგება მოუწევთ. 

ამ დოკუმენტით მტკიცდება ის, რომ სჭირდებათ ნაწილები და სჭირდებათ გადაუდებელი აუცილებლობით. ის, რომ ნაწილები რომ გადაუდებელი აუცილებლობით გჭირდება, უკვე პრობლემაა, იმიტომ, რომ სასაზღვრო პოლიციამ და საგანგებო სიტუაციების სამსახურმა უნდა გათვალოს და დააყენოს საჭირო მარაგები, რომ არ გახდეს გადაუდებელი აუცილებლობით ყიდვა. პრობლემა „ქართული ოცნების“ ამ სტიქიური უბედურებების დროს არის სწრაფი რეაგირება. ბუნებრივი კატალიკლიზმბის აცილება შეუძლებელია, ამიტომ აუცილებელია სწრაფი რეაგირება ყველა მსგავს შემთხვევაზე. მნიშვნელოვანია, სასაზღვრო პოლიციამ გააკეთოს განცხადება, რომ რატომ დასჭირდათ გადაუდებელი აუცილებლობით ისეთი მარაგი ნაწილების ყიდვა, როგორიც არის წებო, ჰერეტული მასალები. ეს არ იყო, არ ჰქონდათ, მარაგები ვერ დააყენეს თუ სხვა პრობლემის წინაშე ვართ. საქართველოს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ იცოდა მოსალოდნელი ამინდის შესახებ, უბრალოდ, არაფერი გააკეთა და ადაიანები დატოვა განსაცდელში. შესაბამისად, ამაზე მოუწევთ სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, - ამბობს ბესი დონაძე.

"ოცნების" დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობს კიდევ ერთი მკვლევარი დავით მჟავანაძე. ექსპერტი ფიქრობს, რომ ამის მიზეზი, სავარაუდო კორუფცია, გულგრილობა და არასწორ მენეჯმენტია.  

მთავრობის განკარგულება არის 28 თებერვლით დათარიღებული, როდესაც მათ გადაწყვიტეს ჩვენი ფრანგული ვერტმფრენისთვის ნაწილების შეძენა იმისთვის, რომ მან გამართულად იფუნქციონიროს მაშინ, როცა კრიზისი ერთ კვირაზე მეტია დასავლეთ საქართველოში. გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამი დღის წინ იყიდა სამი თოვლმავალი იმისთვის, რათა ადეკვატურად უპასუხოს სტიქიის ზონაში მსოახლეობის საჭიროებებს. ისიც აღსანიშნავია, რომ სხვა ვერტმფრენებს, რომლებიც ჩვენს ბალანსზე ირიცხება, ზუსტად ერთი კვირის წინ განხორციელდა ზუსტად 3 მლრ ნახევარი დოლარის შესყიდვები, რათა მათაც გამართულად შეძლონ ფუნქციონირება. ყველაფერი ეს უჩვენებს, რომ არცერთი სახელმწიფო უწყება არ იყო მზად სტიქიის დაწყებამდე. ეს ყველაფერი გულგრილობასაც გულისხმობს, მეორეს მხრივ არასწორ მენეჯმენტს და მესამე, რაც უმთავრესია, ეს არის კორუფციაში ღრმად ჩართულობა, - ამბობს დავით მჟავანაძე.

მაღალ სიმაღლეზე ოპერირების და მანევრის შესაძლებლობებით გამორჩეული შვეულმფრენები, რომლებსაც ცივილიზაციას მოწყვეტილი მოქალაქეების დახმარება შეეძლო, სტიქიის ზონაში არ გაიყვანეს. "შაბათის ეთერმა" მოიპოვა ირაკლი კობახიძის მიერ 28 თებერვალს გამოცემული განკარგულება, სადაც წერია, რომ "ოცნება" ევროპული ვერტმფრენისთვის მხოლოდ ახლა გეგმავს გამარტივებული შესყიდვით შეიძინოს - საჭირო სახარჯი მასალები, ხელსაწყოები, წებოები და საწმენდი საშუალებები. არადა, დიდთოვლობა საქართველოში 22 თებერვლდან დაიწყო  და მოსალოდნელ ამინდის მკვეთრ გაუარესებაზე ცნობები კიდევ უფრო ადრე არსებობდა.

მსგავსი სიახლეები