სტიქიის გამო დაღუპული კაცის დასაკრძალად მოხალისეებმა კონჭკათში სასახლე აიტანეს

02.03.25 12:38
სტიქიის გამო დაღუპული კაცის დასაკრძალად მოხალისეებმა კონჭკათში სასახლე აიტანეს

კონჭკათში სტიქიის გამო დაღუპული კაცის დასაკრძალად მოხალისეებმა ოჯახში სასახლის მიტანა შეძლეს. შუახნის მამაკაცი 5 დღის წინ მაშინ გარდაიცვალა, როცა თოვლით დაფარული სახლიდან მეზობლის გამოყვანას ცდილობდა და შენობა ჩამოინგრა. ოჯახი ამ დრომდე მის დაკრძალვას ვერ ახერხებდა.

დედაქალაქიდან ჩასულ მოქალაქეებს სტიქიის ზონაში მისასვლელად თითქმის ორი კილომეტრის ფეხით გავლა მოუწიათ, თუმცა საბოლოო დანიშნულებამდე, ადგილობრივი ხელისუფლებისგან განხსხვავებით, მისვლა მაინც შეძლეს.

მოხალისეები ამბობენ, რომ აღნიშნულ ადგილებში არჩილ თალაკვაძეც გადაადგილდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ადამიანებამდე ვერ მივიდა. 

ხონჭკათში, სოფელში დაიღუპა ეს ადამიანი, რომელიც მეზობელს ეხმარებოდა და როგორც მოგვიყვნენ, სახლში შესვლის დროს ჩამოიშალა ზევიდან კონსტრუქცია და გარდაიცვალა. ჩვენ მეორე ჩამოსვლა გვქონდა უკვე ოზურგეტშ და გვითხრეს, რომ სჭირდებოდათ მაღალი გამავლობის მანქანა, რომელიც შეძლებდა მათთან სასახლის ატანას. რეალურად, ერთხელ გაკვალული იყო ალბათ ტრაქტორით, მაგრამ იელა ორმოები და თრილები იყო, რომ იქ, ფიზიკურად ვერცერთი მანქანა ვერ გაივლიდა. სადამდეც მივედით მანქანით, მივედითდა შემდეგ კილომეტრი და 800 ალბათ ხელით ავიტანეთ და დაგხვდა მოსახლეობა და მათთან ერთად მმოხდა ამ ადამიანისთვის პატივის მიგება. 
არჩილ თალაკვაძე რომ ბურანით იყო და სოფლებში კითხულობდა, რამე ხომ არ გჭირდებათო, მე როგორ მოვახერხე ის, რომ თბილისიდან ჩამოვედით მოხალისეები და გავიგეთ რა დახმარება იყო საჭირო, - ამბობს მოხალისე.