სტუდენტების პროტესტი გრძელდება - ახალგაზრდებმა თსუ-ში საგამოფენო სივრცეები მოაწყეს
სტუდენტები დაჭერილი თანამოაზრეების მხარდასაჭერად აქციებს განაგრძობენ. თბილისის რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტი სასწავლო დაწესებულებებში ათენებს და უკანონო ტყვეების გათავისულებას მოითხოვს. ახლაგაზრდებმა გადაწყვიტეს, პატიმრებისთვის უნივერსიტეტებში შეაგროვონ წერილები, რომლებსაც უმოკლეს ვადებში სასჯელაღსრულების დაწესებებულებაში გადააგზავნიან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზვიად ცეცხლაძისთვის კუთხეც მოეწყო. აქვეა მოწყობილი სხვა საგამოფენი სივრცეებიც, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საკუთარი წერილი დატოვება შეუძლია.
გვაქვს სივრცეები გამოყოფილი სხვადასხვა აქტივობისთვის. ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, არის ზვიად ცეცხლაძის სივრცე. გვაქვს ზვიადის გაზეთები, გაზეთი 101-ზე საკნიდან. გვაქვს ასევე ყუთი, რომელშიც გვიწერენ სხვადასხვა ადამიანები წერილებს რეჟიმის ტყვეებს და მერე ამ წერილებს და წიგნებს ვუგზავნით პატიმრებს. 49 დღეა უკვე აქ ვართ და49 დღის განმავლობაში არ დაგვიტოვებია ფოიე. შეგვხვედრია წინააღმდეგობები ლექტორების მხრიდანაც, ადმინისტრაციის მხრიდანაც, კრიტიკის ქარცეცხლში გვატარებენ, მაგრამ ჩვენ შემართებას არ ვკარგავთ, - ამბობს პროტესტის მონაწილე სტუდენტი.