ტაქსის მძღოლები სატარიფო პოლიტიკას აპროტესტებენ - აქცია რესპუბლიკის მოედანზე

02.03.25 16:15
ტაქსის მძღოლები სატარიფო პოლიტიკას აპროტესტებენ - აქცია რესპუბლიკის მოედანზე

რესპუბლიკის მოედანზე აქცია მართება. იქ ახლა "ბოლტის" და "იანდექსის" მძღოლები არიან შეკრებილი. ტაქსის კომპანიებში დასაქმებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგულაციების დაწესებას ითხოვენ. ასევე, მოითხოვენ სატარიფო პოლიტიკის და სერვისში არსებული უთანასწორო მიდგომების გადახედვას.

200-მდე დასაქმებული აცხადებს, რომ აღნიშუნლ კომპანიებში მუშაობა აღარ სურთ. 

ჩვენი პირობები ირღვევა, ჩვენი სამუშაო გარემო არ არის მოწესრიგებული, აქედან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი ძალებით თვენახევარია ლამის ვცდილობთ, ამ ადმაიანებთან მივიდეთ დავსხდეთ, ვილაპარაკოთ, როგორ გავაუმჯობესოთ ეს მომსახურების სფერო. მომხმარებლები შეწუხებულები არიან ამ საკითხით. ძალიან ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქე აკითხავს მათ მომსახურების დროს. ეს ადამიანები ვერ ერკვევიან მაპში, ვერ ერკვევიან გზებში, - ამბობს ტაქსის მძღოლი. 

ძალიან დაბალი ტარიფებია. მოგეხსენებათ, ვიცით საქართველოშ არსებული ვითარება, რომ ყველაფერი გაძირებულია, საწვავის ფასი გაძირებულია. გადასული არიან მომხმარებლებზე კომპანიებზე და არანაირი ყურადღება არ გვექცევა მძღოლებს და ვაპროტესტებთ ამ ყველაფერს, - ამბობს პროტესტის მონაწილე.  

აქციის მონაწილეები სიმბოლურად ავტომობილებით მსვლელობის გამართასაცა გეგმავენ.