მოხალისეებმა გარე სამყაროს მოწყვეტილი სოფლიდან 86 წლის ქალი კუსტარული ციგით გამოიყვანეს
წარმატებული სამაშველო ოპერაცია გურიაში - მოხალისეებმა გარე სამყაროს მოწყვეტილი სოფლიდან, ორმეთიდან 86 წლის ქალი სახელდახელოდ გაკეთებული თუნუქის ციგით გამოიყვანეს. ხანდაზმულ ქალს თოვლმა სახლის სახურავი ჩამოუნგრია. სამაშველო ოპერაციას სამი საათი დასჭირდა. მოხუცი ახლა უსაფრთხოდაა.
ჩვენ ახლა ვართ სოფელ ორმეთში. დაზიანებული სახლიდან გამოგვყავს მოხუცი, რომელიც ვერ გადაადგილდება მისით. სამწუხაროდ, ვერ მოახერხა სამაშველო სამსახურმა მოსვლა და ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ოჯახის თანხმობით, რომ გაგვეკეთებინა იმრპოვიზირებული ციგა და ახლა, ამ წუთში მიმდინარეობს ევაკუაციის ოპერაცია. გამოგვყავს 86 წლის ქალი დაზიანებული სახლიდან, სადაც იყო ჩამონგრევის რისკები, - ამბობს მოხალისე ვიდეოში, როელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მოხალისეები ყვებიან, რომ გურიის სოფლებში უმძიმესი ვითარებაა. საცხოვრებლების დიდი ნაწილი დიდთოვლობის გამო ჩამოშლის პირასაა. გზები გაუკვალავია და იქ ჯერ არცერთი სახლწმწიფო უწყების წარმომადგენელი არ გამოჩენილა.