მაღაროელების პროტესტია ჭიათურაში - ადგილობრივები ხელფასებს ითხოვენ
მაღაროელების პროტესტია ჭიათურაში - ადგილორბივები ხელფასებს ითხოვენ. პრეტენზიების ადრესატი კომპანია "ჯორჯიან მანგანეზია", რომელიც დასაქმებულებს დაჰპირდა, რომ სამუშაოების შეჩერების მიუხედავად, ხელფასების 60%-ს გასცემდა. თუ ადგილობრივებს დავეყრდნობით, შრომის ანაზღაურება არ მიუღიათ.
დღეს აქციის მონაწილეებმა "ქართულ ოცნებას" მოუწოდეს, გადახედოს ამ კომპანიასთან გაფორმებულ კონტრაქტს, რადგან ის არ სრულდება.