"ძლიერი საქართველოს" ცნობით, კოალიციის ლიდერები სტიქიის ზონაში გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფლებს ეხმარებიან

02.03.25 18:36
"ძლიერი საქართველოს" ცნობით, კოალიციის ლიდერები სტიქიის ზონაში გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფლებს ეხმარებიან

უკვე მე-7 დღეა "ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერები სტიქიის ზონაში გარე სამყაროს მოწყვეტილი სოფლების მცხოვრებლებს ჰუმანიტარულ და სამედიცინო საჭიროების ნივთებს აწვდიან. ინფორმაციას თავად კოალიცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საგანგებო შტაბს ვახტანგ სურგულაძე და გიორგი სიორიძე ხელმძღვანელობენ, მუშაობს ცხელი ხაზიც.

უკვე მე-7 დღეა “ლელო- ძლიერი საქართველოს” ლიდერები ადგილობრივ ორგანიზაციასთან ერთად, გურიაში, სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკით მუშაობენ და გარე სამყაროსგან მოწყვეტილ სოფლებს ჰუმანიტარულ და სამედიცინო საჭიროების ნივთებსა და საკვებს აწვდიან. 

სტიქიის ზონაში გახსნილ საგანგებო შტაბს “ძლიერი საქართველოს” ლიდერები ვახტანგ სურგულაძე და გიორგი სიორიძე ხელმძღვანელობენ. სამუშაოებში ჩართულია კოალიციის ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ ქვილორია. 
მუშაობს ცხელი ხაზი. ხდება ინფორმაციის მიღება-დამუშავება  და კოორდონაცია ადგილზე მომუშავე მოხალისეობრივ ჯგუფებთან, - ნათქვამია კოალიციის ინფორმაციაში.