სისტემის ჩავარდნა კრიზისის მართვაში - თოვლში ჩაფლული სახლებიდან ადამიანები მოხალისეებს გამოჰყავთ

02.03.25 20:19
სისტემის ჩავარდნა კრიზისის მართვაში - თოვლში ჩაფლული სახლებიდან ადამიანები მოხალისეებს გამოჰყავთ

86 წლის ლამარე ბებო მოხალისეებმა გარე სამყაროს მოწყვეტილი სოფელ ორმეთიდან სახელდახელოდ გაკეთებული თუნუქის ციგით გამოიყვანეს. მოხუცი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა, მისი საცხოვრებელი სახლი კი თოვლის დიდი მასის გამო ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დანგრეულიყო, ამიტომაც ახალგაზრდებმა სასწრაფოდ ციგა გააკეთეს, 4 საათის განმავლობაში ყელამდე თოვლში იარეს, რათა მოხუცი უსაფრთხო ადგილას გადაეყვანათ. 

მოხალისეებისადმი მადლიერებას ვერ მალავს ლამარა ბებოს ოჯახი. ვაჟა გოგელია იხსენებს, როგორ შეხვდნენ ახალგაზრდები მას მოულოდნელად და როგორ გადაარჩინეს მოხუცი, ფაქტობრივად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. მოხალისეებს არც სხა ოჯახები დავიწყებიათ და მათთან მედიკამენტებით და პროდუქტით სავსე ტომრები აიტანეს. 

როგორც გამოჩნდა, ხალხის პრობლემების შესახებ თბილისიდან ჩასული მოხალისეები უფრო ადრე იგებენ, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება. ცნობილი ხდება, რომ ახალგაზრდებმა დღეს ოზურგეთში სასახლე იმ კაცისთვის აიტანეს, რომელიც მეზობელს ეხმარებოდა, დიდი თოვლის გამო კი სახლი ჩამოინგრა და დაიღუპა. დახმარების დროს დაღუპული კაცის ამბავი ყველამ გაიგო, თუმცა ვერ გაიგო, მაგალითად, არჩილ თალაკვაძემ, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, როგორ გადაადგილდება ოზურგეთში თოვლმავლით და კითხულობს, ვინმეს დახმარება ხომ არ ჭირდებოდა. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

 

მსგავსი სიახლეები