შსს მოქალაქეებს უკანონოდ გამოწერილი ჯარიმების გასაჩივრების საშუალებას არ აძლევს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხალხს უკანონოდ გამოწერილი ჯარიმების გასაჩივრების შესაძლებლობას არ აძლევს. ვახტანგ გომელაურის სამსახურში რიგებია, ხალხი იქ რეჟიმის მიერ გამოწერილი 5000 ლარიან ჯარიმების გასასაჩივრებლად მიდის, თუმცა უწყების კანცელარიაში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს ვერ მოხერხედეს. რეპრესიების მსხვერპლ ხალხს ეუბნებიან, რომ კანცელარია მათ საჩივარს ვერ ჩაიბარებს და გასაჩივრების დასტურის ფურცელსაც ვერ გასცემს. ამ მეთოდით უწყება ცდილობს, რომ სადავო ჯარიმების განხილვამ საქალაქო სასამართლოში არ გადაინაცვლოს.
ამ ფონზე კი რეჟიმი რეპრესიებს აგრძელებს. რუსთაველის გამზირზე ავტომობილის გადამოწმების მიზნით გააჩერეს ხატია დეკანოიძე, თუმცა რამდენიმე წუთში მას 5 000 ლარიანი ჯარიმის ფურცელი ჩააბარეს. ნაციონალური მოძრაობსი ლიდერს ჯარიმის ფურცელი იმ დროს ჩააბარეს, როცა პოლიტიკოსი ტვ პირველში მოდიოდა.
ფოსტალიონებად ქცეული პოლიციელები ჯარიმის ქვითრების ჩაბარებას ვეღარ აუდიან, ყოველ 10 დღეში კი ხალხი გომელაურის სამსახურში ჯარიმის გასასაჩივრებბლად მიდის. მაგალითად, ნიკა ნარსიას უკვე 12 ჯარიმა აქვს. საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გასულ აქტივისტს, ჯამში, სახელმწიფო 60 000 ლარის გადახდას სთხოვს. 12 ჯარიმას ნარსია ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში, შემდეგ კი სასამართლოში გაასაჩივრებს.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.