ვინ არის ტყიბულის არაფორმალური მმართველი და რა კავშირი აქვს მას ივანიშვილთან

02.03.25 20:30
ვინ არის ტყიბულის არაფორმალური მმართველი და რა კავშირი აქვს მას ივანიშვილთან

ვის ჩააბარა ოლიგარქმა ტყიბულის შახტების მმართვა - შაბათის ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსეთის მოქალაქე მიხეილ სოცკი არა მხოლოდ შახტების მმართველ კომპანიას ფლობს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობას უპრეცედენტო რეპრესიებს უწყობს. არაერთმა თვითმხილველმა გამომძიებელ ჟურნალსიტებთან ინტერვიუში თქვა, რომ სწორედ ის წყვეტს, ვინ უნდა შევიდეს საკრებულოში და ვინ უნდა გახდეს ქალაქის მერი.

რა კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს  ტყიბულის ქვა-ნახშირის საბადოებთან? შაბათის ეთერის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ ოლიგარქს მსხვილი ბიზნესი ხარკს უხდის ან ტყიბულის ქვა-ნახშირის საბადოები სანქცირებული ივანიშვილისთვის ფულის გათეთრების ერთ-ერთი მეთოდია.

ამ ეჭვების საფუძველი გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტი გახდა. ირკვევა, რომ 2022 წელს ქართუ ფონდს ტყიბულის საბადოების მფლობელმა 138 მილიონი ასესხა. ეს მაშინ, როცა ოლიგარქი დე ფაქტო სანქციებზე ალაპარაკდა და დასავლეთში არსებული აქტივების ნაწილზე წვდომა შეეზღუდა. სესხი დადებული შეთანხმების შესაბამისად 1 წელში არ გადაუხდია.

ყველაზე გავლენიანი კაცი ტყიბულში მიხაილ სოცკი სამსახურიდან სტაჟიან მეშახტეებს, ვისზეც ეტყვიან ან თავად დაეჭვდება, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიის ერთგული არ არის, სასამხურიდან აძევებს. ამით რუსი ბიზნესმენი კავშირებს იძლიერებს ბიძინა ივანიშვილთან, ტყიბულს კი ფეოდალად ევლინება. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილია.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.