პოლიპატიმრების გასამხნევებლად სტუდენტებმა სასწავლებლებში საგამოფენო კუთხეები შექმნეს
უნივერსიტეტების სივრცე როგორც პროტესტის პლატფორმა - საქართველოში სტუდენტური აქციები განსაკუთრებული და სიმბოლური დატვირთვის მქონე მოვლენად ყალიბდება. დაჭერილი თანამოაზრეების გასამხნევებლად ახაგაზრდებმა უმაღლეს სასწავლებლებში მოაწყვეს სპეციალური კუთხეეები, სადაც პოლიტპატიმრებისთვის წერილები იწერება. სტუდენტებს, მათ პედაგოგებს და ადმინისტრაციას, ნებისმიერს შეუძლია, უშუალო კომუნიკაცია ჰქონდეს სინდისის პატიმრებთან. იქვეა გაზეთი 101-ე საკნიდან, რომელიც მხოლოდ გაზეთი არ არის. ეს არის წინააღმდეგობის, პატიმრების მხარდაჭერის და სტუდენტური ერთიანობის სიმბოლო. ამ აქციით სტუდენტები ერთდროულად ებრძვიან უსამართლობას და ეხმარებიან მათ, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა.
რცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.