"ოცნების" დაგვიანებული რეაგირება - რატომ არ გამოიყენეს მილიონებად ნაყიდი სამაშველო ვერტმფრენები

02.03.25 20:16
"ოცნების" დაგვიანებული რეაგირება - რატომ არ გამოიყენეს მილიონებად ნაყიდი სამაშველო ვერტმფრენები

მთავრობის უუნარობა და დაგვიანებული რეაგირება დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობას მძიმე მდგომარეობაში აყენებს. ქვეყანას ჰყავს სამაშველო ვერტმფრენები, მაგრამ შვეულმფრენები სტიქიის ეპიცენტრში მუშაობის ნაცვლად, ბაზაზეა გაჩერებული. სამაშველო ოპერაციებისვის განკუთვნილი საფრენი აპარატების შეძენა 26 მილიონი დაჯდა, მაგრამ ყიდვიდან ერთი წლის შემდეგ ირკვევა, რომ შვეულმფრენებისთვის საჭირო მასალების შესყიდვა "ოცნებას" დაავიწყდა.

კობახიძის განკარგულება შაბათის ეთერმა მოიპოვა და გუშინ გაასაჯაროა. სტიქიის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ გაახსენდა ოლიგარქის გუნდს, რომ თოვლის წმენდას ტექნიკა სჭირდება. ამიტომ, სასწრაფო წესით დაიწყეს თოვლმავლების ყიდვა და ტექნიკის დაქირავება.

ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" კორუფციაში ამხელს და გულგრილობის ბრალდებას უყენებს.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.