პროტესტის 95 დღე - თბილისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება

02.03.25 20:45
პროტესტის 95 დღე - თბილისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება

თბილისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. ევროპული მომავლის მცველები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეკრიბნენ, სადაც საჯარო ლექაცია გამართეს. მოქალაქეებმა ლექცია პოლიტიკური პოლიტიკურ პატიმრებზე მოისმინეს.

აქციის მონაწილეებმა ამ წუთებში მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ დაიწყეს. მოთხოვნები უცვლელია: ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

3 დღეა ვდგავართ ქუჩაში და ვითხოვთ, დანიშნოს ახალი არჩევნები რეჟიმმა. ვითხოვთ, გაათავისუფლინონ პოლიტპატიმრები. ჩვენ ვაცნობიერებთ, რა კატასტროფის წინაშეა ქვეყანა, ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმ პოლიტიკას, რასაც ატარებს რეჟიმი, ავტორიტარიზმის დამყარებას და ვითხოვთ დემოკრატიას, - ამბობს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე.

მოქალაქეები ამბობენ, რომ მათი პროტესტი იქამდე არ შეწყდება, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმი მათ ხმას არ შეისმენს. 

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის ჩართვაში.