რომელი რეისი გაუქმდა უამინდობის გამო, გაიგეთ რომელი რეისი შესრულდება

02.03.25 22:23
რომელი რეისი გაუქმდა უამინდობის გამო, გაიგეთ რომელი რეისი შესრულდება

რომელი რეისი გაუქმდა უამინდობის გამო და რომელი შესრულდება საქართველოს რკინიგზა ინფორმაციას ავრცელებს - ოფიციალური ინფორმაციით, 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები:

  • №854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;
  • №6355/6356 ქუთაისი-რიონი;
  • №6353/6354 ქუთაისი-რიონი;
  • №618/617 თბილისი-ბორჯომი-თბილისი;
  • №686 თბილისი-ბორჯომი;

3 მარტს უქმდება რამდენიმე რეისი:

  • №685 ბორჯომი-თბილისი;

3-4 მარტს:

  • №682/681 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;
  • №684/683 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;
  • №613/614 ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი;

განცხადების თანახმად, საქართველოს რკინიგზის რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება. რკინიგზის ცნობითვე,  გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური სრულად ანაზღაურდება.