ე.წ. არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში-ბადრა გუნბამ თავი გამარჯვებულად უკვე გამოაცხადა

03.03.25 11:38
ე.წ. არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში-ბადრა გუნბამ თავი გამარჯვებულად უკვე გამოაცხადა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ბადრა გუნბამ თავი გამარჯვებულად უკვე გამოაცხადა და მილოცვა რუსეთის პრეზდინტისგანაც მიიღო.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ივანიშვილის რეჟიმი, ჯერჯერობით, არ გამოხმაურებია. “ქართული ოცნება“ არ იმჩნევს იმ საგანგაშო პროცესებს, რომელიც ახლა საქართველოს ტერიტორიაზე ხდება, ერთადერთი, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატმა, გაავრცელა განცხადება, სადაც ისინი გმობენ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს და ამბობენ, რომ ეს ყველაფრი საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთშორისოდ აღიარებულ ტერიტორიული მთლიანობის საზღვრებში, მორიგი უხეში დარღვევაა.

ე.წ. საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე გამოაცხადა შედეგები, რომლის თანახმად, 50 პროცენტზე მეტი ბადრა გუნბამ მიიღო, შესაბამისად, მეორე კანდიდატი, ადგურ არძინბა დამარცხებულია.

ოკუპირებულ აფხაზეთში ამბობენ, რომ ეს იყო უპრეცედენტო აქტივობა ე.წ. არჩევნებზე. თუმცა, ყველამ ნახა, რომ ე.წ. არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. იყო შეიარაღებული თავდასხმა ერთ-ერთ უბანზე, სადაც დაიჭრა ორი ადამიანი და ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს თვდასხმა გაგრის რაიონის, ქალაქ განთიადის მეორე სკოლაში მოხდა.

ხმების წინასწარი დათვლის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბადრა გუნბამ ხმები 54,73 პროცენტი მიიღო, მისმა ოპონენტმა, ადგურ არძინბამ კი 41,54 პროცენტი, ამგვარად, გუნბამ განმეორებით არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო და აფხაზეთის პრეზიდენტად აირჩიეს. ამომრჩეველთა სიებში 143 651 ადამიანი იყო შეყვანილი. განმეორებით არჩევენბში აქტივობამ 70 პროცენტი შეადგინა, სულ 100 412 ამომრჩეველმა მისცა ხმა. ყველა კანდიდატის წინააღმდეგ ხმა 2065 ადამიანმა,-განაცხადეს ე.წ. საარჩევნო ადმინისტრაციაში.

რუსი პოლიტკოსები ამბობენ, რომ ისინი კმაყოფილები არიან არჩევნების შედეგებით და აფხაზეთის მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა, რომელიც რუსეთთან ყოფნის არჩევანია.

კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ აფხაზეთის მოსახლეობამ თავისი სტრატეგიული არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და დაადასტურა, ეს არის რუსეთთან ყოფნის არჩევანი. აქ არ არსებობენ, პროქართველი, პროჩინელი, პროთურქული, პროამერიეკლი პოლიტიკოსების. ყველა, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, არის პროაფხაზი პოლიტიკოსი, ვინც ზრუნავს საკუთარ სამშობლოსა და მის პრობლემებზე. პოლიტიკოსებმა უნდა გააერთიანონ ძალისხმევა აფხაზეთის ერთიანობის სახელით და რუსეთთან ურთიერთობების უფრო ხარისხიანად და მაღლ დონეზე წარმართვისთვის, - განაცხადა სერგეი ბაბურინმა.

ასლან ჟანიამ ე.წ. ახალ პრეზიდენტს უკვე მიულოცა გამარჯვება. სწორედ გუნბა იყო ის ადამიანი, ვინც ბჟანიას გადადგომის შემდეგ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის ფუნქციებს ითავსებდა.