“ვრჩებით გურიაში, ვიდრე მწვავე ვითარება იქნება შენარჩუნებული“- “ძლიერი საქართველოს“ საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს
“ძლიერი საქართველოს“ მიერ გურიაში შექმნილი საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. როგორც შტაბში ამბობენ, ინტენსიურად შედის ადგილობრივი მოსახლეობიდან ზარები, ხალხი საკვებს, მედიკამენტებს და პირველადი საჭიროების ნივთებს ითხოვს. შემოსული ინფორმაცია მოხალისეთა ჯგუფებში ნაწილდება და მყისიერი რეაგირება ხდება.
მათივე ცნობით, ჯამში სამივე მუნიციპალიტეტში 70-ზე მეტი ოჯახი მოამარაგეს საკვებითა და სხვა საჭირო პროდუქტებით.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეორე დღიდანაა ჩართული მძიმე ტექნიკაც .
გუშინ ჩვენ შტაბში ჩამოვიდნენ ხობის ორგანიზაციის წევრები, რომელბმაც დააორგანიზეს ფონდი და უამრავი პროდუქტი ჩამოგვიტანეს, გურიაში გაჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად, მიუხედავად იმის, რომ მეოთხე დღეა აღარ თოვს, თოვლი გაყინულია და სოფლებში გადაადგილება შიდა გზებით, მაინც გართულებულია. ძალიან მძიმე მდგომარეობაა ჩოხატაურში, უფრო მეტად მაღალმთიან სოფლებში. ჩვენ ვრჩებით, ვიდრე ეს მწვავე ვითარება შენარჩუნებული იქნება, გურიაში“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.