ხვალ ბათუმის სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართება

03.03.25 13:09
ხვალ ბათუმის სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართება

ხვალ, 4 მარტს, ბათუმის სასამართლოში დატყვევებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმეზე პროცესი გაიმართება -მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა პატიმრობაში ჟურნალისტი. წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე დაიწყება.

მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი, ასევე, ეს საქმე არსებითად უნდა განიხილოს თუ არა სასამართლომ.

ამ სხდომაზე მოსამართლე განიხილავს მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას.

შეგახსენებთ, რომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი 12 იანვარს დააკავეს. მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა.