ANORA-ს ტრიუმფი-კინოსურათმა 5 “ოსკარი“ მოიპოვა
ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო ფილმად “ანორა“ აღიარა-კინოსურათმა რომელიც სტრიპტიზის მოცეკვავაზეა გადაღებული 5 “ოსკარი“ მოიპოვა.
ლოს-ანჯელესში გამართულ დაჯილდოების 97-ე ცერემონიაზე ჯამში კინო პრემია ოცზე მეტ ნომინაციაში გაიცა.
მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის „ოსკარი“ გადაეცა ედრიენ ბროუდის - ფილმისთვს „ბრუტალისტი“, ხოლო გამარჯვებული საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში მაიკი მედისონი გახდა.
ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო უცხოენოვან ფილმად აღიარა ბრაზილიელი რეჟისორის, ვალტერ სალე-სის დრამა “ჯერ კიდევ აქ ვარ“.